Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ექსპერტები უნგრეთს ეკოლოგიური კატასტროფის დაძლევაში დაეხმარებიან


ევროპის კავშირის ექპერტები უნგრეთში ჩადიან, რათა ამ ქვეყანას დახმარება გაუწიონ მომწამვლელი სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს გაწმენდაში. უნგრეთის ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია დასავლეთ უნგრეთში, ალუმინის ქარხანაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღვრილმა წითელმა ტოქსიკური შლამმა. ევროპის კომისიის თანახმად, ექსპერტთა ხუთკაციანი ჯგუფი უნგრეთში ჩადის, რათა დაბინძურებული არეალის გაწმენდასა დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების სამუშაოებში ჩაერთოს. მშენებლები აგებენ დამატებით ბამბას, რათა ქარხგის რეზერვუარიდან მომწამვლელი ნარევის გაჟონვა აღარ მოხდეს, რაც ოფიციალური პირების აზრით, გარდაუვალია.
XS
SM
MD
LG