Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო უკრაინას მოუწოდებს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ


ეუთომ დღეს უკრაინას მოუწოდა, გამოიძიოს პრესაზე თავდასხმის შემთხვევები და ბრალდება, რომ მთავრობა ზეწოლას ახდენს მედიაზე. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა კიევში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობა“ აქვს ჟურნალისტებზე თავდასხმების მიმართ და რომ ასეთი თავდასხმების დაგმობის გარდა, საჭიროა გამოძიების სწრაფად ჩატარება. უკრაინელი ჟურნალისტები პრესის თავისუფლების მხრივ ვითარების გაუარესებას მას შემდეგ უჩივიან, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა. უკრაინაში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ და ევროკავშირიც.
XS
SM
MD
LG