Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთი წლით გაუგრძელა ავღანეთში მანდატი საერთაშორისო ჯარებს


გაეროს უშიშროების საბჭომ ნატოს მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო ჯარს ერთხმად გაუგრძელა ავღანეთში მანდატი კიდევ ერთი წლით, 2011 წლის ოქტომბრამდე. საბჭოს წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ავღანეთში თალიბების, ალ ყაიდის და სხვა ექსტრემისტული გაერთიანებების გააქტიურების გამო. ამ ეტაპზე ავღანეთში 143 ათასი საერთაშორისო სამხედრო იმყოფება.
XS
SM
MD
LG