Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა ორი ვიცე-პრემიერი


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს თანამდებობიდან დაითხოვა ორი ვიცე-პრემიერი, გამოიყენა რა პირველად თავისი ახალი, კონსტიტუციით მინიჭებული ძალაუფლება. იანუკოვიჩის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა გაათავისუფლა, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ვიქტორ სლაუტა, რომელიც სოფლის მეურნეობას მეთვალყურეობდა და მისი კოლეგა, ვოლოდიმირ სივკოვიჩი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების კოორდინატორი. პირველ ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წლის ის კანონი, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავდა.
XS
SM
MD
LG