Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლენა კილაძე


ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძე
ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძე
14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლენა კილაძე, ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი. ეს ფონდი 15 წლის წინ ამერიკაში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავმა დააარსა. მისი დამფუძნებელი დირექტორია მარუსია ჭავჭავაძე. ლენა კილაძემ ილაპარაკა ფონდის საქველმოქმედო პროექტებზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ქველმოქმედების შესახებ კანონის არარსებობის მიუხედავად, ფონდს საქართველოში არსებული არაერთი კომპანია უწევს დახმარებას. უახლოესი გეგმები ლეიკემიით დაავადებული და 2008 წლის ომის დროს დაზარალებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევას უკავშირდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG