Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის მოწოდებით გამოდის


ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დაამტკიცონ საერთო ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის გეგმა, თავდაცვის ბიუჯეტების შეკვეცის მიუხედავად. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატო პასუხს აგებს „თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნზე“. რასმუსენმა - რომელმაც ეს განცხადებები ბრიუსელში, ნატოს მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა - ასევე თქვა, ანტი-სარაკეტო სისტემის ხარჯების დაფარვა შესაძლებელი იქნებაო. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრა იშვიათი ხასიათისაა, ვინაიდან მასში თავდაცვის მინისტრების გარდა საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ ალიანსის ახალი „სტრატეგიული კონცეფციის“ პროექტს. როგორც ვარაუდობენ, ახალ კონცეფციაში გათვალისწინებულ საფრთხეებს შორის იქნება პოტენციური საჰაერო თავდასხმები მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან, ტერორიზმი და კიბერ-შეტევები.
XS
SM
MD
LG