Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი შეშფოთებულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების პერსპექტივით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშფოთებას გამოთქვამს დიდი ბრიტანეთის იმ გეგმის გამო, რომელიც თავდაცვის ხარჯების შემცირებას შეეხება. ბი-ბი-სის რადიოეთერში საუბრისას, კლინტონმა აღნიშნა, რომ ნატო, როგორც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი მისი 28-ვე წევრისგან საჭიროებს ”შესაბამისი წვლილის” შეტანას, როგორც ამას ბრიტანეთი აკეთებს. კლინტონის ეს კომენტარი წინ უსწრებს ბრიტანეთში მომავალ კვირაში დაგეგმილ თავდაცვის სფეროს ხარჯების განხილვას. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ცდილობს 2011-2015 წლებში ათი პროცენტით შეამციროს თავდაცვის ბიუჯეტი.
XS
SM
MD
LG