Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერად ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსს დანიშნავენ


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს სერგეი სობიანინი, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი წარადგინა მოსკოვის მერის პოსტზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მედვედევმა სობიანინს ქალაქ გორკიში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრისას უთხრა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მისი კანდიდატურა წარუდგინოს ქალაქ მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოს. მედვედევმა მოსკოვის მერის პოსტიდან გასულ თვეში მოხსნა იური ლუჟკოვი, რის მიზეზადაც მის მიმართ ნდობის დაკარგვა დაასახელა.

XS
SM
MD
LG