Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა რუსეთში დაბრუნებულ ჯაშუშებს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა რუსეთის ჯაშუშებს, რომლებიც აშშ-დან იქნენ დეპორტირებული. კრემლის წარმომადგენელმა, ნატალია ტიმაკოვამ თქვა განცხადებაში, კრემლში გამართული ცერემონიის დროს, რომ ჯილდოები გადაეცათ რუსეთის ჯაშუშებს, რომლებიც აშშ-ში მუშაობდნენ და შემდეგ რუსეთში დაბრუნდნენ ივლისში. ცერემონიის შესახებ არც ტელერეპორტაჟი გაკეთებულა, არც ფოტოები გამოუქვეყნებიათ. ივლისში გაცვალეს რუსეთმა და აშშ-მა რუსეთის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც ჯაშუშობა დაბრალდათ და რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რუსეთის ათ მოქალაქეზე, რომლებიც აშშ-ში დააკავეს ანალოგიური ბრალდებით.
XS
SM
MD
LG