Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერთა სამიტის მთავარი სფერო უსაფრთხოება იქნება


საფრანგეთის ქალაქ დოვილში დღეს რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერთა სამიტი იმართება. წინასწარი ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა იქნება. ნიკოლა სარკოზიმ, ანგელა მერკელმა და დმიტრი მედვედევმა ორშაბათს სადილზე ისაუბრეს. პრესაში იწერება, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეეცდებიან იპოვონ საერთო ენა მედევდევთან დასავლეთის ანტისარაკეტო ფარის საკითხზე, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს დაფარავდა. ეს ფარი მიმართული იქნებოდა ამ ქვეყნების შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად, ირანის მსგავსი ქვეყნისგან. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს განაცხადა, რომ არსებობს რუსეთი-ნატოს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა:
”21-ე საუკუნის ყველა საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვნახავთ თანამშრომლობის საშუალებებს. არ შემიძლია წინასწარ იმის თქმა, რა გადაწყდება, მაგრამ ჩვენ გვსურს ნდობის დამყარება და იმის ნათელყოფა, რომ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, როცა საქმე 21-ე საუკუნის რეალურ საფრთხეებს ეხება”.
XS
SM
MD
LG