Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესი ირანს ეწვია ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ირანს ეწვია ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. ეს არის ირანში ჩავესის რიგით მეცხრე ვიზიტი. ვენესუელის ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ირანის ბირთვულ პროგრამას და ორივე ქვეყნის ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. ირანში ჩასვლამდე უგო ჩავესი რუსეთს, ბელორუსიასა და უკრაინას ეწვია.
XS
SM
MD
LG