Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პოლიციამ დაადასტურა უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ფაქტი


ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ბოჰდან დანილიშინი, რომელსაც ბრალად ედება მის ქვეყანაში ძალაუფლების გადამეტება. 2007-2010 წლებში დანილიშინი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კაბინეტის წევრი იყო. ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
XS
SM
MD
LG