Accessibility links

site logo site logo

კავკასიის ერთიანობის იდეა - რა საფრთხეების ზიდვა შეუძლია მას?


პაატა ზაქარეიშვილი და მამუკა არეშიძე
დღევანდელი დისკუსია შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას - ერთიანი კავკასიის შესახებ. რა რისკებს შეიცავს ეს იდეა? ერთი თვის წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის დიდი ნაწილი სწორედ კავკასიის ერთიანობის იდეას დაუთმო - ”დროა, შევწყვიტოთ ბრძოლა და ერთმანეთის დასუსტება. ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთიანობაშია” - განაცხადა მან. 13 ოქტომბერს გადაიდგა უკვე კონკრეტული ნაბიჯიც - ამ დღიდან ჩრდილოეთი კავკასიის რიგი რესპუბლიკებისთვის საქართველოში შესვლა უვიზოდ არის დაშვებული. ამის გამო ექსპერტებმა დაიწყეს რისკებისა და საფრთხეების აქტიური განხილვა. 19 ოქტომბრის ტერაქტმა კიდევ უფრო მეტი დააფიქრა იმაზე, რამდენად არის გათვლილი კავკასიის ერთიანობის იდეის ინიციატორი ხელისუფლების მიერ ახლო და შორეული რისკები. ნინო გელაშვილმა ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ექსპერტი კავკასიის საკითხებში - მამუკა არეშიძე და კონფლიქტოლოგი - პაატა ზაქარეიშვილი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG