Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სახლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა


ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ერთი დაშავდა თბილისთან ახლომდებარე ფონიჭალის უსინათლოთა საცხოვრებელი შენობის ნგრევის შედეგად. ნგრევა კვირას შუადღეს, სავარაუდოდ, არასწორი სარეაბილიტაციაო სამუშაობის გამო მოხდა. შენობის ჩამონგრევის შედეგად 60 წლის ბორის ბერძენოვი ადგილზე დაიღუპა. 18 წლის უსინათლო ლალი ქისიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ობიექტზე უსინათლოთა სულ 12 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ინციდენტის დროს ისინი შენობიდან გამოსულები იყვნენ. უსინათლო ადამიანები უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ და მათ უყურადღებობას საყვედურობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, მათ შენობის რეაბილიტაციის თხოვნით თბილისის მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თბილისის მერია ბრალდებას უარყოფს. ფონიჭალის უსინათლოთა დასახლებაში შენობის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა.
XS
SM
MD
LG