Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლივიის პრეზიდენტმა ირანს ათასი ტრაქტორი შეუკვეთა


ბოლივიის პრეზიდენტმა, ივო მორალესიმა, ირანში ვიზიტისას, თავისი ქვეყნისთვის იქ წარმოებული ათასი ტრაქტორი შეუკვეთა. მორალესმა, ქალაქ თავრიზში ტრაქტორის ქარხანაში სტუმრობისას თქვა, რომ ის ბოლივიაში ირანული ტრაქტორის საწარმოო ხაზის ამოქმედებას შეუწყობს ხელს. დღეს მორალესი პრეზიდენტ აჰმადინეჟადს შეხვდა.
XS
SM
MD
LG