Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას გაზის ფასს უმცირებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიკოლა აზაროვმა პარასკევს, გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა თანხმობა გამოთქვა კიევში ბოლო სტუმრობისას, შემცირდეს უკრაინისთვის რუსეთის გაზის ფასი 2011 წლის პირველი კვარტლიდან. აზაროვმა „ფრანცპრესს“ უთხრა, რომ ათასი კუბმეტრი გაზისთვის კიევი 250 დოლარის ნაცვლად გადაიხდის 230-235 დოლარს. პრემიერის თქმით, მოლაპარაკება ამ სფეროში გაგრძელდება. პუტინი კიევს სტუმრობდა ოთხშაბათს, როცა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა გაზის ერთობლივი მოპოვებისა და ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG