Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უკრაინაში ქალაქის მერებისა და რეგიონული საბჭოების არჩევნები ტარდება


დღეს უკრაინაში ქალაქის მერებისა და რეგიონული საბჭოების არჩევნები ტარდება. წინასაარჩევნო გამოკითხვები მეტყველებს, რომ, როგორც მოსალოდნელია, სამთავრობო „რეგიონების პარტია“ გაიუმჯობესებს პოზიციებს ქალაქის საბჭოებში და პროვინციების საკანონმდებლო ორგანოებში ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების წინ „რეგიონების პარტიას“ ბრალი დასდეს, რომ ის ბიულეტენების დათვლის პროცესის მანიპულირებას გეგმავს. 33 ათასი საარჩევნო უბნის უმრავლესობას „რეგიონების პარტიის“ წევრები აკონტროლებენ. საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის უკრაინაში იმყოფება 2500-მდე დამოუკიდებელი მეთვალყურე.
XS
SM
MD
LG