Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის კათოლიკურ ეკლესიაში მძევლების აყვანით გამოწვეულ ძალადობას 52 ადამიანი შეეწირა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 52 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში, კათოლიკურ ეკლესიაში აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაციის დროს. ექსტრემისტებს 120-მდე ქრისტიანი მლოცველი ჰყავდათ დაკავებული. მანამდე ისინი საფინანსო ბირჟაზე შეიჭრნენ და მოგვიანებით ეკლესიაში გადაინაცვლეს. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენერალ ჰუსეინ ალი ქამალის განცხადებით, დაიღუპა 52 და დაიჭრა 67 ადამიანი. დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, ერთი მღვდელი და ათი პოლიციელია. ჯერ არ არის ცნობილი, მძევლები ექსტრემისტებმა დახოცეს, თუ მათს გამოსახსნელად წუხელ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპნენ. როგორც ერაყის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ყადერ ალ-ობეიდიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეჭვს არ იწვევს, რომ იერიში ალ-ყაიდის მიერ არის განხორციელებული. კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმა დაგმო რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ.
XS
SM
MD
LG