Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 პოლიტიკური პარტია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა


8 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად წინადადებები შეიმუშავა, კვლავ დაადასტურა ამ თემაზე ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა. მათ პარლამენტის თავმჯდომარეს მოლაპარაკების კონკრეტული ფორმატის უმოკლეს ხანში განსაზღვრისკენ მოუწოდეს. ერთობლივ განცხადებაში 8 პოლიტიკური პარტია კვლავ აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას. განცხადებას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, საქართველოს გზა, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო-თავისუაფალი დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და რესპუბლიკური, ხალხის და კონსერვატიული პარტიები. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს არ გამორიცხეს, რომ მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება.
XS
SM
MD
LG