Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი ხორვატიაში ჩადის


სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დღეს ხორვატიას ეწვევა და პატივს მიაგებს 1991 წელს სერბეთის ძალების მიერ დახოცილი ხორვატების ხსოვნას. ტადიჩი გვირგვინით შეამკობს აღმოსავლეთი ხორვატიაში, სოფელ ოვჩარაში მდებარე მემორიალს. ოვჩარაში 1991 წლის ნოემბერში სერბეთის ძალებმა ადგილობრივი საავადმყოფოს შენობაში მყოფი 260 არასერბი ეროვნების ადამიანი მოკლეს და მასობრივ სამარხში დამარხეს. ტადიჩი ოვჩარაში ხორვატიის პრეზიდენტთან ერთად ჩავა. რეგიონში სერბეთის პრეზიდენტის მოგზაურობა მოიცავს ვიზიტს სოფელში, სადაც 1991 წელს ხორვატებმა 20 მშვიდობიანი სერბი მოკლეს.
XS
SM
MD
LG