Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა „ბრიტანეთთან დაკავშირებული“, ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავა


ირანმა განაცხადა, რომ დააკავა ოთხი, ტერაქტების მოწყობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი, რომლებიც ბრიტანეთში დაფუძნებული ქურთი მეამბოხეებისგან იღებდნენ საფინანსო დახმარებას. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მოიყვანა ოფიციალური პირის განცხადება, რომ ოთხი კაცი დააკავეს დასავლეთის ქალაქ მარივანში, და რომ მათ ვითომდა ტერაქტები მოაწყვეს ბოლო ორი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG