Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: 42-ე ბატალიონში დაპირისპირება ჯარისკაცებს შორის მოხდა


სახალხო დამცველმა ფაქტობრივად დაადასტურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ - რომ დაპირისპირება ჯარისკაცებში მოხდა, და ხელმძღვანელ პირებს ისინი არ უცემიათ. გიორგი ტუღუშის თქმით, ინციდენტი ჯარისკაცებს შორის მოხდა, რის შედეგადაც სამი მათგანი მსუბუქად დაშავდა. ცნობა ჯარისკაცების ცემის შესახებ დღეს გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. სამინისტროს თანახმად კი შეიარაღების საწყობის აღრიცხვისას სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი, რასაც რამდენიმე კაპრალს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინციდენტი ამოწურულია და გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG