Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა და მოლდავეთმა სასაზღვრო ხელშეკრულება გააფორმეს


რუმინეთმა და მოლდავეთმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო ხელშეკრულებას, რომელიც ქმნის საფუძველს ერთობლივ საზღვარზე მეთვალყურეობისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, რეგიონული სამიტის პარალელურად. მანამდე ხელშეკრულება შეაქო ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომლის შეფასებითაც, საქმე ეხება რეგიონული თანამშრომლობის „საუცხოო ნიმუშს“. დოკუმენტზე ხელმოწერა მიჩნეულია მოლდავეთის მმართველი, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ალიანსის გასაძლიერებლად მიმართულ ნაბიჯად, მოლდავეთში 28 ნოემბრის ვადამდელი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG