Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადის განცხადებით, ექვს ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-თან მოლაპარაკებაზე, ირანი არ განიხილავს ბირთულ პროგრამას


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი არ განიხილავს ბირთვული პროგრამის საკითხს, მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან დაგეგმილ მოლაპარაკებაზე. აჰმადინეჟადმა დღეს ტელევიზიით ნაჩვენებ მიმართვაში გამოთქვა ირანის სურვილი, იმსჯელოს თანამშრომლობაზე გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად, მაგრამ არა ბირთვულ პროგრამაზე, რომლის გაგრძელებასაც ირანი თავის ლეგიტიმიურ უფლებად მიიჩნევს. აჰმადინეჟადის ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ბირთვული პროგრამის საკითხის გარშემო მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი, საიდ ჯალილი გამოვიდა წინადადებით, განახლდეს მოლაპარაკება ექვს ქვეყანასთან - ესენია შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ჯალილიმ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონისადმი წერილობით მიმართვაში გამოთქვა მხარდაჭერა მოლაპარაკების თურქეთში, 23 ნოემბრიდან, ან 5 დეკემბრიდან განახლების მიმართ. მოლაპარაკება ერთი წლის წინ ჩაიშალა, რასაც ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამკაცრება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG