Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე BBC-სთან ინტერვიუში ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობაში „გადატვირთვა“, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნდა და მიაჩნია პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას - ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ნიშნავს შეერთებული შტატების მიერ საკუთარი პრინციპების, ან მეგობრების ინტერესების ღალატს. ამის შესახებ ფილიპ გორდონმა ისაუბრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან პროგრამა „Hard Talk“-ში. ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად შეიძლება საუბარი შეერთებული შტატების მოკავშირე საქართველოს ინტერესების გათვალისწინებაზე, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავაც ოკუპირებული აქვს რუსეთს, გორდონმა ასე უპასუხა: „ჩვენ სავსებით ცხადად ვეუბნებით რუსეთს, რომ ვერ ვთანხმდებით საქართველოზე. ეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. სახელმწიფო მდივანი კლინტონი ჩავიდა საქართველოში წელს, 4 ივლისს იქ იყო და მკაფიოდ განაცხადა, რომ გვსურს, ბოლო მოეღოს რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი მილიარდი დოლარი გამოვყავით საქართველოს დასახმარებლად, განვაგრძობთ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ BBC-ის პროგრამ „Hard Talk“-ში.
XS
SM
MD
LG