Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელ პედაგოგებს ე.წ. საზღვარზე აკავებენ


გალის რაიონი
გალის რაიონი
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გალის აფხაზური განათლების სამმართველოს მიერ გაცემული ე.წ. საშვები აქვთ, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა კვლავ პრობლემად რჩება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პედაგოგებს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკრძალავენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. გალელი რესპონდენტის კიდევ ერთი ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა ორი დღის წინ სამი მასწავლებელი დააკავეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მოგვიანებით, ისინი გალის აფხაზურმა სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აფხაზური განათლების სამმართველოს მიერ გაცემული ე.წ. საშვების ამოქმედებას, რომელსაც რუსი მესაზღვრეები არ ცნობენ, გალელი მასწავლებლები სოხუმში დე ფაქტო მთავრობის სახლის წინ მოითხოვენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსეთის სასაზღვრო ძალების სამმართველომ გასული თვის დასაწყისში შემოიღო მისეული საშვების ერთიანი სისტემა, რის შემდეგაც ძალადაკარგულად გამოაცხადა დე ფაქტო მთავრობის მიერ დაკანონებული ე.წ. საშვები. თუმცა, დევნილი მთავრობის ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად საჭირო ე.წ. საშვს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის საპასპორტო განყოფილება გასცემს, რომლის ღირებულება 100-დან 300 რუსულ რუბლამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG