Accessibility links

site logo site logo

პენსიონერები საპენსიო სისტემის გარეშე


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე და სოციალური ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ხუფენია
საპენსიო სისტემის მუშაობა არ ნიშნავს მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის დარიგებას. რეალური რეფორმის გარეშე პენსიონერებისთვის დასარიგებელი თანხის რაოდენობა ბიუჯეტში გაიზრდება და ამის მიუხედავად ის ვერასდროს უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას. საპენსიო სისტემის რეფორმის კონკრეტული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობაზე საქართველოს ხელისუფლებას მისი უცხოელი გულშემატკივრებიც შეახსენებენ ხოლმე. ”საქსტატის” 2009 წლის მონაცემებით საქართველოში რვაასი ათასზე მეტი პენსიონერია. რა არის საჭირო მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური დაცვისა და მისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად და რა სირთულეებს უკავშირდება საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ”ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენელი - გურამ ჩახვაძე და სოციალური ეკონომიკის ექსპერტი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი ოთარ ხუფენია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG