Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდია, სავარაუდოდ, მიიღებს დახმარებას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან


ირლანდია, საფინანსო კრიზისისთვის თავის დასაღწევად, სავარაუდოდ, მრავალმილიარდიანი კრედიტის სახით მიიღებს დახმარებას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ირლანდიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე პატრიკ ჰონოჰენმა. ევროკავშირი, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღეს განიხილავენ ირლანდიის საფინანსო აღრიცხვის ამსახველ მასალებს და იმსჯელებენ იმის შესახებ, სჭირდება თუ არა დუბლინს დახმარება, საფინანსო კრიზისის ევრკავშირის წევრ სხვა ქვეყნებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჰონოჰენის განცხადებით, კრედიტის ოდენობა ჯერ არ დაკონკრეტებულა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ირლანდია დიდ დახმარებას - ათობით მილიარდი დოლარის კრედიტს აიღებს. ირლანდიაში კრიზისამდე ნახევარი წლით ადრე, მწვავე კრიზისის გამო საბერძნეთს დასჭირდა დახმარება - კრედიტი 110 მილიარდი ევროს ოდენობით.
XS
SM
MD
LG