Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართულმა პარტიამ” დიმიტრი შაშკინის გადადგომა მოითხოვა


განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადადგომა მოითხოვა დღეს ქართულმა პარტიამ, რომელიც სოზარ სუბარს, ირაკლი ოქრუაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და ეროსი კიწმარიშვილს აერთიანებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შაშკინი მიზანმიმართულად ანგრევს განათლების სისტემას; პედაგოგების და
მოსწავლეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის ნაცვლად, ამ უფლებებს თავად არღვევს. ქართული პარტია მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებში დანერგა საპატიმროებში აპრობირებული მართვის სტილი და მეთოდები.
XS
SM
MD
LG