Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ახალი ათწლიანი სტრატეგია დაამტკიცა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს ალიანსის ახალი 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც ალიანსს უფლებას აძლევს, იმოქმედოს ევროპის საზღვრებს გარეთ და წინ აღუდგეს ტერორიზმისა და საგარეო თავდასხმის საფრთხეს. 19 ნოემბერს, ღამით ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია არ არის „მხოლოდ დოკუმენტი პრინციპების თაობაზე“ არამედ „სამოქმედო გეგმა“, რომელშიც ჩამოთვლილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ნატო გადადგამს მომდევნო წლების განმავლობაში. სტრატეგიული კონცეფცია ნატოს მოუწოდებს დარჩეს ბირთვულ ალიანსად მანამდე, სანამ დანარჩენ მსოფლიოში ბირთვული იარაღი იარსებებს.
XS
SM
MD
LG