Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთიდან გასვლის გრაფიკზე შეთანხმდა


ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის სამხედრო ძალებს 2014 წლისათვის გადაეცემა, ამასთან ნატომ პირობა დადო, რომ არ მიატოვებს ავღანეთს თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ალიანსის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება ლისაბონის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა. ალიანსი თანახმაა, რომ ზოგიერთ რაიონზე კონტროლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ნატომ მომავალი წლისათვის გადააბაროს. ნატო კისრულობს ვალდებულებას, რომ 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნას, კონსულტაციებს, საავიაციო და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიესალმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნაკისრ „ძლიერ ვალდებულებას“ და განაცხადა, რომ დარწმუნებულია ამ ნაბიჯის წარმატებაში.
XS
SM
MD
LG