დღევანდელ პრესაში ბევრს წერენ 25 ნოემბერს დანიშნულ წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე. ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება.
”მთელი კვირა” ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს ბეჭდავს: ”ხალხს აქვს უფლება და ძალა დაიცვას საკუთარი უფლებები. სახალხო კრების მოთხოვნები იქნება იურიდიულ ჩარჩოში მოქცეული, სამართლებრივი. კრების გადაწყვეტილებით და ჩვენ მიერ არჩეული სახალხო დარბაზის საშუალებით მოვალთ ხელისუფლებაში. 25 ნოემბერი იქნება მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ დავიწყებთ სხვადასხვა საშუალებებით ხელისუფლებისათვის ბრძოლას მანამ, სანამ არ გადავაყენებთ”, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
”მთელ კვირაშივე”, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში მოლაპარაკებებსა და საპროტესტო აქციებს თუ ექნება კავშირი, შედეგი დადგება. სადმე შევარდნის თემამ, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას მისცეს საბაბი გამოიყენოს ძალა და შეიძლება ეს ხელისუფლებას ხელს აძლევდეს კიდეც.”
”მთელ კვირაში” დღეს ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან, სოზარ სუბართან, ინტერვიუც ქვეყნდება. სუბარი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს 2011 წელს ჩაატარებს.
”ვერსია” სვამს კითხვას: ”მივა თუ არა 25 ნოემბერს სახალხო კრებაზე შალვა ნათელაშვილი?”. ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, ჟურნალისტს ეუბნება: ”თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღმოვჩნდეთ ოპოზიციისა და ხალხის გვერდით. თუმცა პოლიტიკურ ალიანსში არც ერთ პარტიასთან არ შევალთ.”
”ვერსიაც” და ”მთელი კვირაც” აქვეყნებენ ვრცელ ინტერვიუს ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელსაც სააგენტო ”პირველის” კორესპონდენტი ესაუბრა. ოქრუაშვილი აცხადებს: ”რა თქმა უნდა, შემიძლია საფრანგეთში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვიცხოვრო, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მე მაიძულეს რთული, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო: ან გავაკეთებ იმას, რაც ჩავიფიქრე, ან ქვეყანა დაიღუპება. შეიძლება ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს ჩემი ვალია. მე მიყვარს საქართველო!”.
”შენ მიდიხარ სახალხო კრებაზე?!” – ”ასავალ-დასავლის” პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით არის გამოტანილი ეს შეკითხვა და გაზეთის თითქმის მთელი ნომერი სახალხო კრების მხარდამჭერი ცნობილი პირების ინტერვიუებს ეთმობა. სათაურებს გაგაცნობთ: ”ხალხმა ამ რეჟიმს განაჩენი უკვე გამოუტანა! 25 ნოემბერს, უბრალოდ, ეს განაჩენი უნდა გაფორმდეს!”; ”ოცდახუთში ამ ჭირძაღლების აძაღლება დაიწყება!”; ”ნაპერწკლები შეგროვებულია! დიდი ცეცხლის აგიზგიზება 25 ნოემბერს დაიწყება!”; ”არავის შეეშინდეს ქუჩაში გამოსვლის, თითის განძრევას ვერ გაბედავს ვერც მერაბიშვილი და ვერც ახალდანიშნული ბოკერია!” და ა.შ.
”კვირის ქრონიკა” ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს საზღვარგარეთ მყოფ ვალერი გელბახიანთან, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილს ურჩევს თავი შეიკაოს სახალხო კრების გამაუფასურებელი განცხადებებისგან.
”ეჭვი არ მეპარება, ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ როდესაც სიტუაციას შორიდან უყურებ, ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს”, - ამას ნინო ბურჯანაძე ამბობს. ”კვირის პალიტრა” ბეჭდავს მასთან ინტერვიუს.
ამავე გაზეთში გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუები ქვეყნდება. თარგამაძე ამბობს: ”ოპოზიციის დიდი შეცდომა იქნება, თუ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება და მოღალატის ძახება გაგრძელდება. ჩვენ არასოდეს ვუქმნიდით საზოგადოებას ილუზიას, პოლიტიკური ბრძოლის ველზე არასოდეს შევვარდნილვართ გავეშებული ლომებივით და შემდეგ ჩასვრილი კურდღლებივით არ გამოვპარულვართ ზოგიერთებივით.”
ირაკლი ალასანიას ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი აშშ-ში დაუკავშირდა. ის ამბობს: ”ჩვენი მოქალაქეები არჩევანის გარანტირებულ უფლებას ელოდებიან, რათა, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს. პოლიტიკური პროცესების განვითარების სხვა გზას არათუ არ ვხედავ, დაუშვებლადაც მიმაჩნია.”
”24 საათი” ნატოს სამიტის შედეგებს აჯამებს. დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ სტატიას გასულ შაბათ-კვირას თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, სახელწოდებით ”უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩრდილოეთ კავკასია წარსულსა და მომავალში”. ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ”ჯეიმსთაუნის ფონდის” პრეზიდენტ გლენ ჰოვარდს, განუცხადებია, რომ კონფერენციის მიზანი იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება იყო, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალურ სტაბილურობას ემუქრება.