Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე წარმომადგენლობითი სახალხო კრება მიმდინარეობს


საქართველოს პარლამენტთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება მიმდინარეობს. მისი ინიციატორების განცხადებით, კრების დაწყებამდე რეგისტრირებულია 15 ათასი დელეგატი ქვეყნის პრაქტიკულად, ყველა რეგიონიდან. შეკრების გამო, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია. წარმომადგენლობითი სახალხო კრების ინიციატორთა განმარტებით, დღევანდელი აქციის მონაწილენი კენჭს უყრიან საქართველოს ხელისუფლებისადმი უნდობლობის ვერდიქტს.
XS
SM
MD
LG