Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული დელეგაცია ასტანაში სამუშაო შეხვედრებს მართავს


საქართველოს დელეგაცია იმყოფება ასტანაში, სადაც 1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტი გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია სამიტის დაწყებამდე სამუშაო შეხვედრებს მართავს, რათა ეუთოს სამიტის მიერ დასამტკიცებელ დოკუმენტში საქართველოს საკითხი ადეკვატურად აისახოს. ასტანაში ხვალ გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. წინასწარი ინფორმაციით, ეუთოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
XS
SM
MD
LG