Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს გენერალური მდივანი „უნარიან თავმჯდომარედ“ მიიჩნევს ყაზახეთს


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) გენერალურ მდივან მარკ პერენ დე ბრიშამბოს განცხადებით, ყაზახეთი ამ ორგანიზაციის „უნარიანი თავმჯდომარე“ იყო. ეს შეფასება დე ბრიშამბომ გამოთქვა ასტანაში, 11 წლის მანძილზე ეუთოს პირველი სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ეუთოში ყაზახეთის მორიგე თავმჯდომარეობის შესახებ განსხვავებულ შეფასებას გამოთქვამენ საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები, რომელთა აზრითაც, 2010 წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობისას, ყაზახეთს არ მოუგვარებია ადამიანის უფლებების სფეროში თვით ყაზახეთში არსებული პრობლემები. ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ თავმჯდომარე რეიჩელ დენბერის თქმით, „გამაწბილებელი პარადოქსია, რომ ყაზახეთი ძალიან აქტიურია ეუთოს თავმჯდომარის რანგში, მაგრამ ცოტა ზომას მიმართა - თუ საერთოდ მიმართა - ადამიანის უფლებების სფეროში საკუთარი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად“.
XS
SM
MD
LG