Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიციისთვის Wikileaks-ის დამფუძნებლის ადგილსამყოფელი ცნობილია


სკოტლანდ-იარდისთვის ინტერპოლით ძებნილი Wikileaks-ის დამფუძნებლის ზუსტი ადგილსამყოფელი ცნობილია, - ამის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” გამოცემა "ინდეფენდენტზე" დაყრდნობით. გაზეთის ინფორმაციით, ჯულიან ასანჟმა, რომელიც ლონდონში ოქტომბერში ჩავიდა, პოლიციას საკუთარი კონტაქტები გადასცა. თუმცა, სკოტლანდ-იარდს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბრიტანული სააგენტოს ბრძანების გარეშე ძებნილი ავსტრალიელის დაპატიმრება არ შეუძლია.
გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ასანჟის დაპატიმრების ბრძანების გაცემას აყოვნებს ის, რომ სააგენტო "დეტალებს აზუსტებს". როგორც "ინდეფენდენტი" წერს, Wikileaks-ის დამფუძნებლის ადვოკატი, მარკ სტეფენსი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმალება და რამდენჯერმე ინტერვიუც კი მისცა ჟურნალისტებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ. 39 წლის ავსტრალიელს, ჯულიან ასანჟს შვედეთი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სტოკჰოლმის პროკურატურამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
XS
SM
MD
LG