Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრი ხდება


საქართველო და ევროკავშირი დღეს, ბრიუსელში ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ქართული მხრიდან ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მოაწერს. "გარდა ევროპასთან საერთო საჰაერო სივრცისა, აღნიშნული დოკუმენტი ახალ ავიაკომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის საშუალებას მისცემს. შედეგად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს საავიაციო ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. ხელშეკრულება ძალაში ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა.
XS
SM
MD
LG