Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო ასანჟის მიმართვა მისი დაპატიმრების ორდერის გაუქმების შესახებ


შვედეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო "ვიკილიკსის" დამფუძნებელ ჯულიენ ასანჟის მიმართვა, გაეუქმებინა მისი დაპატიმრების ორდერი, რომელიც გაუპატიურების ბრალდების საფუძველზეა გაცემული. ასანჟი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საქმე ეხება მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მას შემდეგ, რაც "ვიკილიკსმა" გამოაქვეყანა საიდუმლო დოკუმენტები ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ, აგრეთვე ნაწყვეტები შეერთებული შტატების საელჩოების დიპლომატიური ფოსტიდან. 39 წლის ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა, ბრიტანეთის გაზეთი „ინდეპენდენტი“ იუწყება, რომ ბრიტანეთის პოლიციამ იცის, სად არის ასანჟი, რადგან მან ბრიტანეთში ოქტომბერში ჩასვლისას შეატყობინა პოლიციას საკონტაქტო ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG