Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტ-დ'ივუარში გააუქმეს არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლის გამარჯვება


კოტ-დ'ივუარის საკონსტიტუციო საბჭომ გააუქმა არჩევნების ადრე გამოცხადებული შედეგები და მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო გამოაცხადა კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ არჩევნების ამ, მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალასან უატარამ დაამარცხა გბაგბო. საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, უატარამ საკუთარი თავი გამოაცხადა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. მას მხარდაჭერა გამოუცხადეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა.
XS
SM
MD
LG