Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ერთიანი საპენსიო პაკეტის ინიციატივას წარადგენენ


პარლამენტში დღეს ერთიანი საპენსიო პაკეტის ინიცირება მოხდება. საკითხს ბიუროს წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი წარუდგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” გია ხუროშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო უფრო მეტად გაჭირვებულ ადამიანს უნდა დაეხმაროს, ხოლო დახმარება ადამიანის საჭიროებაზე უნდა იყოს გათვლილი. რაც შეეხება დახმარებების და პენსიების ოდენობებს, ამას მთავრობა დაადგენს. აღნიშნული პაკეტი გასულ კვირას უნდა ყოფილიყო ინიცირებული, თუმცა გია ხუროშვილმა, კონსულტაციების გაგრძელების მიზნით, პაკეტის ინიცირება დღეისათვის გადადო.

XS
SM
MD
LG