პარლამენტში ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონი შევა. საკითხის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, კანონპროექტით შეუძლებელი გახდება გადასახადების გაზრდა, თუ ხალხის ნება რეფერენდუმით არ იქნება გამოხატული. მისივე თქმით, კანონი უზრუნველყოფს თავისუფალი და ჯანსაღი ეკონომიკის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის. გარდა ამისა, კანონპროექტით ყალიბდება მონოპოლიების შექმნის წინააღმდეგ ხელის შემშლელი ფაქტორები.
ყველაზე პოპულარული
1