Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსის ცნობით, ლიბია ბრიტანეთს ემუქრებოდა, ამფეთქებლის გათავისუფლების მოთხოვნისას


როგორც ვებსაიტ ”ვიკილიკსის” მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დიპლომატიური შეტყობინებებით ირკვევა, ბრიტანეთი შიშობდა, რომ ლიბია მკაცრ ზომებს მიმართავდა მის წინააღმდეგ, თუ არ გაათავისუფლებდნენ ბრიტანეთში ლოკერბის აფეთქების გამო მსჯავრდებულ ლიბიელს - აბდელბასეტ ალ-მეგრაჰის. 2009 წლის გზავნილში ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი, ჯინ კრეცი წერს, რომ ლიბიელი ოფიციალური პირები პოლიტიკური კონტაქტების შესუსტებით იმუქრებიან, თუ ალ-მეგრაჰის არ გაათავისუფლებდნენ შოტლანდიის ციხიდან. ალ-მეგრაჰი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა 1988 წელს შოტლანდიაში მდებარე ლოკერბის თავზე ამერიკული თვითმფრინავის წინააღმდეგ იერიშის გამო. ავიაკატასტროფამ 259 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG