Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მომავალი წლის პრიორიტეტები ახალციხეში


2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ხელისუფლების განცხადებით, ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა, თუმცა ოპოზიცია განმარტავს, რომ ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის სახელმძღვანელო პროგრამა ჯერ კიდევ არ შეუდგენია.

ჯანდაცვა, დასუფთავება და ინფრასტრუქტურა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რის მოგვარებასაც მომავალ წელს ახალციხელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვენ. ყველაზე მთავარი კი, მათი აზრით, წყალსაკანალიზაციო სისტემისა და ავარიული სახლების მოწესრიგებაა.

მომავალი წლის პრიორიტეტები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეკონომიკურ სფეროში ხარჯები მაქსიმალურად არის შემცირებული, – აცხადებს საკრებულოს წევრი კონსერვატიული პარტიიდან ოლეგ სანდროშვილი. მისი განმარტებით, ასევე საჭიროა ხელმეორედ გადაიხედოს მოსაკრებლის ოდენობა, რადგან მიაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესისა და ჯარიმების თანხა ძალიან მაღალია.

ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება ადგილობრივი ხელისუფლება. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯინიუზაშვილი აცხადებს, რომ 2010 წელს ძირითადი ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა, მომავალ წელს კი პერიფერიული ქუჩების მოწესრიგება იგეგმება. ზურაბ ჯინიუზაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

ერთადერთი, რაც მომავალი წლის პრიორიტეტულ საკითხად რჩება და რაც, ოპოზიციის აზრით, არ შეიცვლება, ეს ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯებია, საპასუხოდ კი გამგეობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის სტრუქტურა შეიცვალა, რაზეც ოპოზიცია ინფორმაციას დეტალურად არ ფლობს. შესაბამისად, მოსახლეობისთვის განკუთვნილი ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში არ შემცირებულა.
XS
SM
MD
LG