Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ზვავში მოყოლილი ალპინისტის ძებნა განაახლეს


ზვავში მოყოლილი ალპინისტის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა გვარამიამ განუცხადა. მისი თქმით, მესტიაში ვერტმფრენს ელოდებიან, რომლითაც მაშველები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ და სამძებრო სამუშაოებს დაიწყებენ. ზვავი მიუვალ ჭიუხებში ჩამოწვა, რაც სამძებრო სამუშაოების განხორციელებას აძნელებს.
ზვავში მოყოლილი ალპინისტი მესტიის მკვიდრია. მომხდარის შესახებ ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ზვავი 13 დეკემბერს ჩამოწვა. ერთი ალპინისტი, გიორგი ნავარიანი ქარმა გვერდზე გადააგდო, რის შედეგადაც ის ზვავს გადაურჩა. მეორე ალპინისტს კი მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
XS
SM
MD
LG