Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პოლიცია მოითხოვს ფაქტებს, კოსოვოში ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებასთან დაკავშირებით


ევროკავშირის პოლიციამ კოსოვოში მოითხოვა ფაქტები ევროპის საბჭოს გამომძიებლის მიერ კოსოვოს გათავისუფლების არმიისთვის წაყენებული ბრალდების გასამყარებლად. საქმე ეხება ბრალდებას, რომ დაკავებულ სამოქალაქო პირებს ხოცავდნენ, შავ ბაზარზე მათი თირკმელების გასაყიდად. გამომძიებელმა დიკ მარტიმ სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩიზეც, რომ თავის დროზე სწორედ ტაჩი ხელმძღვანელობდა ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე კრიმინალურ ორგანიზაციას... მაგრამ კოსოვოში ევროკავშირის საპოლიციო მისიის პრესმდივანმა, კარი ლიმდალმა, ბრალდების გამამყარებელი ფაქტების მოთხოვნისას, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაგნო მტკიცებულებებს ჩრდილოეთ ალბანეთში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG