Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი: კორეის ნახევარკუნძულზე „სახიფათო“ ვითარებაა


ჩინეთი აცხადებს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე „ძალიან სახიფათო“ ვითარებაა შექმნილი - ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზან ზიუნმა დღეს განაცხადა, რომ პეკინი ამით „ძალიან შეშფოთებულია“. ზიუნი უფრო აქტიური მოლაპარაკებების გამართვის მოწოდებით გამოვიდა იმ კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის კუნძულისთვის ცეცხლის გახსნას მოჰყვა. ინციდენტს 4 ადამიანი ემსხვეპლა. სეული უახლოეს დღეებში ერთ-ერთ სადავო კუნძულზე სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავს - ფხენიანის მუქარის მიუხედავად, რომ ამ წვრთნას უპასუხებს. პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელმა, ბილ რიჩარდსონმა, სიტუაციას „ფეთქებადსაშიში“ უწოდა. რიჩარდსონი ფხენიანშია და დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG