Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთის მიზნით მოსკოვში 808 პირია დაკავებული


მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქში და მის შემოგარენში 808 პირი დააკავა, რათა რუს და კავკასიელ ახალგაზრდებს შორის შეტაკება არ დაეშვათ. პოლიციამ დანების და სხვა სახის იარაღის კონფისკაციაც მოახდინა. პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შაბათს ჯგუფები მანეჟის მოედანზე, ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის სიახლოვეს და „ალექსეევსკაიასა“ და „ვედეენხას“ მეტროსადგურებთან აპირებდნენ შეკრებას.ყველა ამ ადგილს პოლიცია გაძლიერებული ძალებით იცავდა. ოსტანკინოს სიახლოვეს თავყრილობის მოწყობის მცდელობა სწრაფად იქნა აღკვეთილი პოლიციის მიერ. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა უმრავლესობა თინეიჯერია. მოსკოვში დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის 11 დეკემბერს მომხდარ ჩხუბს ერთი ყირგიზი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG