ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი 10 წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით იურისტებმა გორის საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. როგორც ადგილობრივმა იურისტებმა განაცხადეს, მათთვის ყველაზე მძიმე ომის შემდგომ პერიოდში მუშაობა იყო, რადგან დევნილებს და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლებს ყოველდღიური სამართლებრივი დახმარება სჭირდებოდათ. გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ის პროექტები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, პირდაპირ თუ ირიბად თითოეულ მოქალაქეს ეხება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა გორის ოფისის საქმიანობა დადებითად შეაფასა და ყველა რეგიონალური ოფისისგან გამორჩეული უწოდა. სხვა ოფისებისგან განსხვავებით, გორის ოფისში სპეციალური პროექტები ხორციელდება, რომლებიც დევნილებს და ომის დროს დაზარალებულებს ეხება.
შეხვედრას დევნილებიც ესწრებოდნენ. ნაზი ბერუაშვილის თქმით, საერთო გაურკვევლობისა და არაინფორმირებულობის პერიოდში ახალგაზრდა იურისტებმა დიდი როლი ითამაშეს დაზარალებულების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
ახალგაზრდა იურისტების იუბილეზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ეს ორგანიზაცია ადგილობრივ მთავრობას ხშირად აკრიტიკებს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი ამბობს, რომ კონსტრუქციული კრიტიკა მისთვის მისაღებია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი საქმიანობას განაგრძობს და არეალს ყოველდღიურად აფართოებს. მათი მომსახურებით უკვე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაც სარგებლობს, ოფისში იურიდიულ პრაქტიკას კი ათობით ახალგაზრდა გადის.