Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი: შეუძლებელია ავღანეთში პაკისტანიდან მეამბოხეთა ნაკადის შეჩერება


ამერიკეlმა გენერალმა, ვიეტ ლუონგმა, რომელიც აშშ-ის, ავღანეთის აღმოსავლეთში განთავსებული ჯარების უსაფრთხოებისთვისაა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ შეუძლებელია პაკისტანის საზღვრის გავლით მეამბოხეთა შეღწევის შეჩერება. მისი თქმით, ტრადიციული გაგებით საზღვრის დაცვა უზომო ხარჯებს მოითხოვს. ამასთან, მისივე თანახმად, საჭირო იქნებოდა თანამშრომლობა არეალის იმ ტომების უხუცესებთან, რომლებიც უზრუნველჰყოფენ მეამბოხეთა ავღანეთში გადასვლას.
XS
SM
MD
LG