Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ომის ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, დღეს აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი" აფხაზეთის მედიაცენტრზე დაყრდნობით იუწყება. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი ომის ვეტერანებს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში, კალაუბნის 16-ში მდებარე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში მოემსახურება. საჭიროების შემთხვევაში მათ მედიკამენტებითაც უზრუნველყოფენ. სამედიცინო აქციას აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრება.

XS
SM
MD
LG